Skip to Content

სერვისის მრჩეველი

04-11-2026

სამუშაო ოფისი: დავით აღმაშენებლის 216, თბილისი

კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩეველის პოზიციაზე - ავტობუსების სერვისში

"ჯი-თი გრუპი" ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით სარაჯიშვილის გამზირი N41ა;

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • სერვისის ოპერაციების ცოდნა და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
  • საავტომობილო სფეროს ცოდნა, მათ შორის ტექნიკის შეკეთების, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის პროცესების მიმართულებით;
  • სათადარიგო ნაწილების ელექტრონულ კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • Microsoft Office-ის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთა რეგისტრაცია სერვისის პროგრამაში და მათი მონაცემების სრულყოფილად აღრიცხვა;
  • მომხმარებლის ჩივილების ასახვა, დაზუსტება და რეგისტრაცია შემუშავებული კითხვარის შესაბამისად;
  • ახალი ტექნიკის რეგისტრაცია დადგენილი სავალდებულო ინფორმაციის გათვალისწინებით;
  • სამუშაო ბარათების შექმნა, ჩივილების დაფიქსირება, სამუშაო დავალებისა და PDI-აქტების სერვისის მძღოლისთვის გადაცემა;
  • საჭიროების შემთხვევაში დეფექტური აქტის მომზადება;
  • სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და ტექნიკოსებისთვის გაზიარება;
  • სერვისისთვის საჭირო სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია სატრანსპორტო საშუალებაზე ჩატარებული მომსახურების შესახებ და მომსახურების საფასურის გადახდის მონიტორინგი;
  • სამუშაო დავალების ტექნიკოსებზე ეფექტური გადანაწილება  და სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
  • მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა საბუღალტრო და სერვისის პროგრამებში;
  • ტექნიკოსების მივლინების დროის დაგეგმვა გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერთან შეთანხმებით;
  • შეკეთებული ტექნიკის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცედურების ზუსტად და დადგენილი წესების შესაბამისად შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ კატალოგებთან მუშაობა, მწარმოებლის ელექტრონულ პორტალებზე ინფორმაციის მოძიება და ტექნიკური დახმარების მოთხოვნა ელექტრონული ფოსტით ან სხვა ხელმისაწვდომი არხებით;
  • შეკეთების მოლოდინში მყოფი და გაჩერებული ტექნიკის სიის რეგულარული კონტროლი და შესაბამისი ანგარიშის უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის  უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტიანი მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

გისურვებთ წარმატებას!

ყველა ვაკანსია
GT GROUP
ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.