სტაჟიორი
02-11-2026
Office: 216 David Aghmashenebeli Ave, Tbilisi
კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში:
„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: www.gtgroup.ge
სამუშაო ადგილი: დ.აღმაშენებლის ხეივანი.;
სტაჟირების ვადა : 6 თვე;
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი;
ანაზღაურება: 750 ლარი (Gross).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტი;
- აღნიშნული მიმართულებით მუშაობის მოტივაცია და ინტერესი;
- სასურველია ავტო-მოტო ინდუსტრიის მიმართულებით ინტერესის არსებობა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- გამართული მეტყველების, წერისა და პრეზენტაციის უნარი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბრენდის მარკეტიგნული მიზნების განსაზღვარაში მონაწილეობა, საერთო სტრატეგიის შესაბამისად;
- ბრენდის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში, შესრულებაში და ეფექტურობის შეფასებაში მონაწილეობა;
- მარკეტინგული მასალების (ბროშურები, პრეზენტაციები, ბანერები და სხვ.) მომზადებასა და განახლებაში დახმარება, ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
- მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრასა და მონიტორინგში ჩართულობა;
- კამპანიის შესაბაბისად სრულ პროცესში ჩართულობა, კომუნიკაცია როგორც შიდა გუნდთან ასევე მომსახურე კომპანიებთან;
- კონკურენტების ანალიზი , მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე დაკვირვება, ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების განხორციელების ინიცირება გუნდთან ერთად.