Skip to Content

სტაჟიორი

02-11-2026

Office: 216 David Aghmashenebeli Ave, Tbilisi

კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს სტაჟირებას  მარკეტინგის დეპარტამენტში:

„ჯი-თი გრუპ“-ი  ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: www.gtgroup.ge

სამუშაო ადგილი:  დ.აღმაშენებლის ხეივანი.;

სტაჟირების ვადა : 6 თვე;

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი;

ანაზღაურება: 750 ლარი (Gross).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტი;
  • აღნიშნული მიმართულებით მუშაობის მოტივაცია და ინტერესი;
  • სასურველია ავტო-მოტო ინდუსტრიის მიმართულებით ინტერესის არსებობა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • გამართული მეტყველების, წერისა და პრეზენტაციის უნარი;

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრენდის მარკეტიგნული მიზნების განსაზღვარაში მონაწილეობა, საერთო სტრატეგიის შესაბამისად;
  • ბრენდის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში, შესრულებაში და ეფექტურობის შეფასებაში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული მასალების (ბროშურები, პრეზენტაციები, ბანერები და სხვ.) მომზადებასა და განახლებაში დახმარება, ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრასა და მონიტორინგში ჩართულობა;
  • კამპანიის შესაბაბისად სრულ პროცესში ჩართულობა, კომუნიკაცია როგორც შიდა გუნდთან ასევე მომსახურე კომპანიებთან;
  • კონკურენტების ანალიზი , მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე დაკვირვება, ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების განხორციელების ინიცირება გუნდთან ერთად.
All vacancies
GT GROUP
Drop your file(s) here, or click to upload!

By sending us your details, including your CV, for our vacancy, you agree, in line with the Law of Georgia on Personal Data Protection, that GT Group LLC may process your personal data to assess your fit for the vacancy. Your CV may also be considered for other open positions. Your CV may be kept for up to 1 year.

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.