Skip to Content

კორპორატიული გაყიდვების მრჩეველი

21-09-2026

სამუშაო ოფისი: დავით აღმაშენებლის 216, თბილისი

   კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას  კორპორატიული გაყიდვების მრჩევლის პოზიციაზე  BYD-ის  კომერციული ავტომობილების მიმართულებით.

 „ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო  სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: www.gtgroup.ge

სამუშაო ადგილი:  დავით აღმაშენებლის ხეივანი  # 216;

სამუშაო დრო:  სრული;

ანაზღაურება: 1500 ლარი (NET).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office - ის ცოდნა;
  • სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორია;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
  • კორპორატიული და საცალო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება და პერიოდულად ინფორმაციის განახლება;
  • მომხმარებელის მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე წინადადების მომზადება, შეთავაზება და შემდგომი ვიზიტის დაგეგმვა;
  • ყოველთვიურად მომხმარებლების მოზიდვის შესახებ იდეების გენერაცია, დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება;
  • არსებული ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მარკეტინგული აქტივობების, კამპანიების, სარეკლამო რგოლების დაგეგმვის და განხორციელების საკითხებში ჩართულობა;
  • საჭიროებისამებრ, მწარმოებლებთან კომუნიკაცია;

პიროვნული უნარ-ჩვევები:  

  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოება;
  • შედეგებზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკების წარმოება;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • უკუკავშირისადმი ღიაობა;
  • ანალიტიკურობა;
  • გუნდურად მუშაობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

გისურვებთ წარმატებებს!

ყველა ვაკანსია
GT GROUP
ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.