Skip to Content

დასუფთავების სამსახურის კოორდინატორი

21-09-2026

სამუშაო ოფისი: დავით აღმაშენებლის 216, თბილისი

კომპანია „ჯი-თი გრუპ“- ი აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომელის პოზიციაზე: 

„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.gtgroup.ge 

სათაო ოფისი:  თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;

სამუშაო განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილების ზედაპირების (მტვერი, თითის ანაბეჭდები მინებსა და ძარაზე) და სალონის პერიოდული გადაწმენდა და სისუფთავის შენარჩუნება.

  • შოურუმის მოსაცდელ/საკონსულტაციო ზონაში მაგიდებისა და სკამების მუდმივი სისუფთავის კონტროლი.

  • ჩაის, ყავის, წყლისა და შესაბამისი აქსესუარების (ჭიქები, ხელსახოცები, შაქარი) არსებობისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.

  • შოურუმის ტერიტორიიდან დაცარიელებული ჭურჭლის (ჭიქები, თეფშები) დროულად შეგროვება და  სამზარეულოში გატანა .

  • შოურუმში განთავსებული საინფორმაციო ბროშურებისა და კატალოგების სტენდების ვიზუალური წესრიგის დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ საკონტაქტო ნომერი ან დაგვიკავშირდეთ: 599 88 58 24

ყველა ვაკანსია
GT GROUP
ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.