Skip to Content

გაყიდვების მრჩეველი

21-09-2026

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

სამუშაო ოფისი: დავით აღმაშენებლის 216, თბილისი

კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მრჩეველის პოზიციაზე – BYD-ის მსუბუქი, ელექტრო და დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილების მიმართულებით.

„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო  სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი:  თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216;

სამუშაო გრაფიკი : სრული;

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია საავტომობილო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად; 
  • MS Office - ის ცოდნა;
  • მართვის მოწმობის - B კატეგორია;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შოურუმში წარმოდგენილი ავტომობილების მახასიათებლების ცოდნა;
  • მომხმარებლის მომსახურების პროცესის მართვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • შემოსულ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირება, როგორც გასაყიდ ავტომობილზე, ისე არსებულ მომსახურეობასა და მოქმედ აქციებზე;
  • გაყიდვების პროცესის სრულად წარმართვა: მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და მასზე მორგებული ავტომობილის შერჩევა-შეთავაზება, ტესტ-დრაივის დაგეგმვა, რეალიზაციის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტალური ნაწილის მოწესრიგება, მომხმარებლის ინფორმირება საგარანტიო პირობებზე, მომხმარებლისთვის ავტომობილის გადაცემა სათანადო მდგომარეობაში;
  • ავტომობილის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა პოტენციური მომხმარებლების მოძიების და მათთან ეფექტური კომუნიკაციის გზით;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიების შესახებ გარკვეული ინფორმაციის ცოდნა: ღირებულება, მახასიათებლები, სუსტი და ძლიერი მხარეების შედარებითი ანალიზი;
  • ავტომობილების მიღებაში მონაწილეობის მიღება (ვიზუალური დათვალიერება, დასაწყობების/პარკირების დაგეგმვა);
  • შესაკვეთი ავტომობილების განსაზღვრა/დაგეგმვა/შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
  • მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში;

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

გისურვებთ წარმატებას!

ყველა ვაკანსია
GT GROUP
ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.